თავში

ტრანსპორტის შეზღუდვამ უმუშევრად 50 000-მდე ადამიანი დატოვა - მესხიშვილი

ტრანსპორტის შეზღუდვამ უმუშევრად 50 000-მდე ადამიანი დატოვა
ტრანსპორტის შეზღუდვამ უმუშევრად 50 000-მდე ადამიანი დატოვა - მესხიშვილი

"ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვამ უმუშევრად 50 000-მდე ადამიანი დატოვა," - ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მესხიშვილი ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ეკონომიკის გაღვიძება შეუძლებელია.

საგზაო და სატრანსპორტო საკითხების ექსპერტი მუნიციპალური და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვას არაჰუმანურად და დისკრედიტაციულად მიიჩნევს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა, პირველ რიგში, არაჰუმანური გადაწყვეტილებაა, რადგან ამან გადაადგილება ძირითადად სოციალურად დაუცველებს და იმ ადამიანებს შეუზღუდა, ვინც კერძო ავტომობილს არ ფლობს. ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა. გამორიცხულია ბიზნესის გახსნა ტრასპორტის გახსნა. ის ადამიანები, რომლებსაც 500-700 ლარი აქვს ვერ ივლიან სამსახურიში ტაქსით. სატრანსპორტო დარგში ბევრი ორგანიზაცია იგულისხმება - საზოგადოებრივი და მუნიციპალური ტრანსპორტი. აქ ზარალზე ამ ეტაპზე არავინ საუბრობს; გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნა არის მთავარი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეკონომიკის გაღვიძება იქნება შეუძლებელი“, - ამბობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

საზოგადოებრივ ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

დღეს ან მაქსიმუმ ხვალ მთავრობა წარადგენს ეკონომიკის გახსნის გეგმას და ეს და კიდევ სხვა რეგულაციების მოხსნა-გამკაცრების საკითხი გახდება ცნობილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system