თავში

ნათია თურნავა: 2014 წლიდან დღემდე 18,000 ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთ

​2014 წლიდან დღემდე 18,000 ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთ

"2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 18,000 ზე მეტი ადამიანი დასაქმდა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თელავში სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" გახსნის შემდეგ განაცხადა.

"თელავის სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ - ი რიგით 114 სასტუმროა, რომელიც სამთავრობო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით 530-ზე მეტი საწარმო და სასტუმრო გაიხსნა და ჯამში, 18,000 ადამიანზე მეტი დასაქმდა. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დასაქმება, განსაკუთრებით რეგიონებში. თითოეულ ახალ ობიექტს შემოვივლი და ყველგან, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, პირადად მივულოცავ მათ მეპატრონეებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system