თავში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო აღიჭურვა

3 კოოპერაციული საწარმო აღიჭურვა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო აღიჭურვა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი კოოპერატივების საქმიანობას გაეცნო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „ასქო“, „სსკ“ და „შირ-ანთ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკასა და ჯიგრაშენში 2018 წლიდან საქმიანობენ. კოოპერატივებში გაერთანებულია 100-ზე მეტ მეპაიე, მობილიზებულია 700-ზე მეტი ფური.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს გადაეცათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამმუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით კოოპერატივებმა მიიღეს ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენდა შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system