თავში

ცაგერის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას 7-ნახევარი მილიონი მოხმარდება

ცაგერის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას
ცაგერის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას 7-ნახევარი მილიონი მოხმარდება

ცაგერის მუნიციპალიტეტში 8 სოფლის, შიდა სასოფლო გზების სრული რეაბილიტაციის პროექტები რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან ფინანსდება და ჯამური ღირებულება 7 400 000 ლარს შეადგენს.

როგორც report.ge-ს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მიმდინარეობს როგორც გზების აღდგენითი სამუშაოები, აგრეთვე იგება ასფალტო-ბეტონის საფარი, წესრიგდება სანიაღვრე არხები.

პროექტის მიმდინარეობისას დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სამუშაოები მაღალი ხარისხით სრულდება, რომლის მონიტორინგს ყოველკვირეულად რწმუნებულის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში არსებული მონიტორინგის ჯგუფები ახორციელებენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წლის ბოლომდე დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system