თავში

წამლები შეიძლება გაძვირდეს

წამლები შეიძლება გაძვირდეს
წამლები შეიძლება გაძვირდეს

"ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში მედიკამენტები გაძვირდება.

ასოციაცია განმარტავს, რომ ქვეყანაში ძირითადად იმპორტირებული მედიკამენტებია და სარეალიზაციო ფასი ლარის კურსზეა მიბმული. მედიკამენტის ფასში, როგორც წესი,  შედის სხვადასხვა ხარჯი, მათ შორის ტრანსპორტის, რომელიც კარანტინის და შეზღუდული მიმოსვლის დროს, გაიზარდა. 

მათივე განმარტებით, ამჟამად, დისტრიბუტორების ნაწილი ცდილობს, ფასი შეინარჩუნო მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე, თუმცა ეს დიდ ხანს ვერ გაგრძელდება, თუ ლარმა ლოგიკური წონასწორობის ნიშნული არ იპოვა.

ევროპაშიც ძალიან შეზღუდულია საქართველოში გამოგზავნის საშუალებები. შეზღუდულია კი ნიშნავს იმას, რომ ძვირდება,“ - "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი. და დასძენს, რომ მედიკამენტები წელს 5-12%-მდეა გაძვირებული. 

„2008 წლიდან დღემდე დევალვაცია თითქმის 100%-იანია, თუმცა, წამლებზე ფასების ზრდა ამ დოზით არ ყოფილა. მწარმოებლები და მომწოდებლები მუშაობენ ერთმანეთთან, რომ პაციენტი წამლის გარეშე არ დარჩეს. ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებული 16 მსხვილი კომპანიააა და მათი პროდუქციის ფასების მომატება წლის დასაწყისიდან დღემდე 5-12%-მდე შეიძლება მერყეობდეს,“ - აცხადებს მარგველაშვილი და დასძენს რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

შეგახსენებთ, საქართველოში მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7-დან 15 დღემდე გაიზარდა. სპეციალისტების ნაწილი სწორედ ამ ფაქტს უკაშირებს წალმების გაძვირებას, თუმცა მოსაზრებას მთვარობა აბსურდულს უწოდებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მოსაზრება, რომ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები მედიკამენტების ფასებზე აისახება, არგუმენტს მოკლებულია. უფრო მეტიც, გაბუნია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს წამლების ფასის ზრდა მისი რეგისტრაციის ვადებს კი არა, პანდემიის დროს ტრანსპორტირების პროცედურების გართულებას უკავშირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system