თავში

წამლები შესაძლოა 7-10%-ით გაძვირდეს

წამლები შესაძლოა 7-10%-ით გაძვირდეს
წამლები შესაძლოა 7-10%-ით გაძვირდეს

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება წამლებს გააძვირებს. ასოციაცია ზოგიერთი მედიკამენტების დეფიციტსაც არ გამორიცხავს.

"რა თქმა უნდა, რეგისტრაციის პროცესის გახანგრძლივება, აისახება მედიკამენტების ფასებზე. სავარაუდოდ, ფასის მატება საშუალოდ 7-10% იქნება. ჩვენი გათვლებით, გარკვეული მედიკამენტების მიმართულებით შესაძლოა დეფიციტიც შექმნას,"-აცხადებს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე.

ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მოსაზრება, თითქოს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები მედიკამენტების ფასებზე აისახება, არგუმენტსაა მოკლებული. უკვე გაზრდილ ფასებს კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პანდემიის დროს ტრანსპორტირების პროცედურების გართულებას უკავშირებს.

გაბუნია დასძენს, რომ 2009 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომლითაც 5 და 7 დღეა რეგისტრაციის ვადები, თუმცა, წამლის ფასების ზრდა თვალსაჩინოა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც, გაბუნიას მტკიცებით, მარტივად მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ რეგისტრაციის ვადები წამლის ფასებს ვერც შეაკავებს და ვერც მათ ზრდაზე მოახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას.

"არგუმენტი, რომ მედიკამენტების ქვეყანაში შენოტანისას საბაჟოზე მისი დაყოვნების ვადა გახანგრძლივდება ამ ცვლილებების გამო, ესეც არგუმენტს მოკლებულია. ამდენად, აქ ერთადერთი მოტივაცია არის ის, რომ გაუმჯობესდეს პროცედურული წარემოება და მეტი გარანტია შექმნას მარეგულირებელმა მოსახლეობისთვის შედარებით ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებისთვის. ზოგადად რამდენადმე გადაჭარბებულია ამ ცვლილებების პოტენციალის შეფასება წამლის ფასებსა და კონკურენციაზე ზეგავლენის თვალსაზრისით,"- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ცნობისათვის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7- დან 15 დღემდე იზრდება. წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე იზრდებოდა, პარალელური იმპორტის შემთხვევაში კი, 20 დღე იყო მოთხოვნილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system