თავში

წამლების სიძვირე ჯანდაცვის უმთარეს პრობლემად სახელდება

წამლების სიძვირე ჯანდაცვის უმთარეს პრობლემად სახელდება
წამლების სიძვირე ჯანდაცვის უმთარეს პრობლემად სახელდება

წამლების სიძვირე ჯანდაცვის უმთარეს პრობლემად სახელდება. ეს დასტურდება 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული NDI-ის კვლევით.

გამოკითხულთა უმეტესობა, 46%-ი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან ყველაზე დიდი და მწვავეა წამლების სიძვირე. 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვით ასე კიდევ უფრო მეტი, 56%-ი ფიქრობდა.

რიგით მეორე პრობლემად ჯანდაცვაში პანდემიურ პრობლემებს მიიჩნევენ.  შემდეგია კორონავირუსის სამკურნალოდ საავადმყოფოების ხელმისაწვდომობის დეფიციტი და მედპერსონალის დაბალი კვალიფიკაცია.

მხოლოდ 9%-ი მიიჩნევს რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები არ არის.



ცნობისთვის, საქართველოში წამლების სიძვირეს, პრემიერ-მინისტრი გახარიაც აღიარებს. მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე გიორგი გახარიამ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაანონსა.

შეგახსენებთ, მოსახლეობას წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების ყიდვა სულ უფრო უჭირს.

მედიკამეტების და ამბულატორიული მომსახურების ფასები გაიზარდა 2020 წელს, ხოლო სტაციონარული მომსახურებების ინფლაცია დაბალია. ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, სტაციონარული მომსახურების ფასი ამბულატორიულ მომსახურებასთან შედარებით ნაკლებად რყევადია და 2012 წლიდან დაბალი ერთნიშნა წლიური ინფლაციით ხასიათდება.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სისტემის უმთავრეს პრობლემად წამლების სიძვირე სახელდება.

საქსტატის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

წლიურ ჭრილში 33%-ითაა გაზრდილი ფასები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system