თავში

წარმოების ნარჩენების ბაზრიდან ამოღების რეფორმა დაიძრა

წარმოების ნარჩენების ბაზრიდან ამოღების რეფორმა დაიძრა
წარმოების ნარჩენების ბაზრიდან ამოღების რეფორმა დაიძრა

წარმოების ნარჩენების ბაზრიდან ამოღების რეფორმასთან დაკავშირებით ინდუსტრიის დარგების ნაწილი მზად არ არის და ხელისუფლებასთან ბევრი კითხვა აქვს,- ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ განაცხადა. ახალი რეგულაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით ხელისუფლების დღის წესრიგში დგას, ბაზრიდან წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ამოღებას ისახავს მიზნად, რაც პროდუქციის მწარმოებელმა ინდუსტრიამ თავად უნდა უზრუნველყოს. აღნიშნული სისტემის დანერგვა ერთის მხრივ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, მეორე მხრივ – საქართველოს გარემოს დაცვის პოლიტიკის ნაწილი.

ლევან კალანდაძის თქმით, ბიზნესი სრულად იზიარებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების აუცილებლობას. თუმცა, ბიზნესომბუდსმენის მოადგილის აზრით, რეფორმა რომ წარმატებული გამოდგეს, ხელისუფლებამ ბიზნესის აზრი უნდა გაითვალისწინოს.

„ეს არის მოცულობითი რეფორმა. გასაგებია, რომ ერთის მხრივ გარკვეული ვალდებულებები გვაქვს შესასრულებელი, მეორე მხრივ გარემოს დაცვის პოლიტიკის დღის წესრიგი მართლაც აყენებს გარკვეული რეგულაციების შემოტანის საკითხს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს არის რეგულაცია, რომელიც პრაქტიკულად ყველა სფეროს შეეხება. ამ შემთხვევაში სასმელების წარმოების, მინერალური წყლების, გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრია დიდი ხანია ჩართულია მოსამზადებელ სამუშაოებში, მაგრამ სხვა სექტორებში ასე არ არის. ეს ეხება როგორც პლასტმასის ბოთლებს, ისე მინის ბოთლებს, ექსპლოატაციის ვადაგასულ ავტომობილებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველა სახეობას, ავტომობილის გამონაცვალ ზეთებს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ პროდუქტების მოხმარების შემდგომ ბაზრიდან ამოღების სისტემა საკმაოდ რთული პროცესია.რიგი სექტორები ამისთვის მზად არიან, რიგი სექტორები – არა. ის ნიუანსები, რისი გათვალისწინებაც ხელისუფლებას ამ რეგულაციის დანერგვის პროცესში მოუწევს, ყველაზე კარგად სწორედ ბიზნესმა იცის. ბიზნესთან კომუნიკაცია უნდა გახდეს ის გასაღები, რომელიც ამ სისტემის წარმატების საფუძველი უნდა იყოს“, – განაცხადა კალანდაძემ
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system