თავში

წელს 11 ათასი ჰექტარი მიწა გასარწყავდა

წელს 11 ათასი ჰექტარი მიწა გასარწყავდა
წელს 11 ათასი ჰექტარი მიწა გასარწყავდა

"2012 წელს გვქონდა თითქმის განადგურებული სამელიორაციო ინფასტრუქტურა. ჩვენ 141 ათას ჰექტარ წყალუზრუნველყოფილ ფართობზე ავედით. 2020 წელს დამატებით 11 ათასი ჰექტარის გასარწყავიანება მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა მელიორაციის კომპანია მუშაობდა ინტენსიურად“,- განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

2020 წელს, საქართველოს მელიორაციამ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 36 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა 97 კმ საირიგაციო და 76 კმ სადრენაჟე არხი, აშენდა 2 სათავე ნაგებობა, ხოლო ექსპლუატაციის პროგრამით გაიწმინდა და მოწესრიგდა 1 995 კმ არხი და შეკეთდა 3 495 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

დავითაშვილის თქმით, მიმდინარე წელს სარწყავი წყალი მიეწოდა ისეთ სოფლებს, სადაც 2-3 ათეული წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ მორწყულა.

ცნობისთვის, საქართველოში საგრძნობლად არის გაზრდილი წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული მიწების ფართობი. 2012 წელს მათი რაოდენობა 60 ათას ჰექტრზე ნაკლები იყო, ხოლო 2019 წელს ჯამურად თითქმის 170 ათასი ჰექტარი შეადგინა, თუმცა სამელიორაციო სისტემის ქსელის გაფართოების და რეაბილიტაციის მიუხედავად, ირიგაცია და დრენაჟი მაინც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system