თავში

წელს 160 მლნ. ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა

წელს 160 მლნ. ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა
წელს 160 მლნ. ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში წელს 160 მლნ. ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა.

მიმდინარე წელს სააგენტომ კერძო სექტორს ჯამში 200 მლნ. ლარზე მეტი საწყისი ღირებულების 308 ობიექტი შეთავაზა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სახელმწიფო საწარმოები.

დღეის მდგომარეობით ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 161 ობიექტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასი 101,984,700 ლარი იყო, ხოლო მაღალი კონკურენციის პირობებში აუქციონების საბოლოო შედეგმა 160 მლნ ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system