თავში

წელს 19 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაკოტრდა

წელს 19 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაკოტრდა
წელს 19 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაკოტრდა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 1-ლი ნოემბრის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა ესაა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) სვის-კრედიტზე“. განკარგულების თანახმად, ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია.

როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; აგვისტოში - 53, სექტემბერში - 52; ხოლო 11 ნოემბრის მდგომარეობით მათი რიცხვი 48-ს შეადგენს.

წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 19-ით არის შემცირებული. 

სპეციალისტების განმარტებით მიკროსაფინანსო სექტორს ყველაზე მეტად საპროცენტო ზედა ზღვრის დაწესებამ დაარტყა. ფინანსისტების ნაწილი თვლის, რომ 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა იერიში, პირველ რიგში, უპასუხისმგებლო დაკრედიტებაზე მიიტანა. ქვეყნის პირველი ბანკირის განმარტებით, კი ფინანსურ სექტორში მიდგომები რბილია და უფრო შერბილება არც განიხილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system