2019 წლის აგვისტოში საქართველოს უცხოეთის 1 254 554 მოქალაქე ეწვია, რაც 5,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში სულ 1 185 682 უცხოელი შემოვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, Top-6 ქვეყნიდან ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ რუსეთიდან შემცირდა და ისიც, მხოლოდ 6%-ით. კერძოდ, თუ 2018 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციიდან 270 022 ადამიანი შემოვიდა, წელს აგვისტოში ამ რიცხვმა 252 873 შეადგინა.
Top-6 ქვეყანა საზღვრის კვეთების რაოდენობის მიხედვით:
- აზერბაიჯანი - 287 378 (+16%)
- რუსეთის ფედერაცია - 252 873 (-6%)
- სომხეთი - 249 706 (+4%)
- თურქეთი - 180 933 (+9%)
- ევროკავშირის ქვეყნები - 79 044 (+23%)
- უკრაინა - 33 240 (+21%)
- ისრაელი - 30 140 (+21%)
ამასთან, შსს-ს სტატისტიკით ვიზიტორთა ოცეულში შედის - საუდის არაბეთი, ირანი, ყაზახეთი, ბელარუსი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი და ა.შ.
ბელა გელაშვილი
ავტორი