თავში

წელს აშენდა 20 ახალი სკოლა, გაისად კი 41 სკოლა აშენდება

წელს აშენდა 20 ახალი სკოლა, გაისად კი 41 სკოლა აშენდება
წელს აშენდა 20 ახალი სკოლა, გაისად კი 41 სკოლა აშენდება

რეგიონებში 1500-ზე მეტი ბავშვისთვის აშენდა 20 ახალი სკოლა, 2021 წელს დასრულდება 7020 ბავშვისთვის 41 სკოლის დაწყებული მშენებლობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლი სსაქმიანობის ანგარიშის წარდგენისას მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა განათლებისა და სპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა.

ცქიტიშვილმა ხაზიგაუსვა განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და თქვა, რომ „სხვადასხვა რეგიონში, 1500-ზე მეტი ბავშვისთვის აშენდა 20 ახალი სკოლა, წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის, დაიწყო 100 სკოლის რეაბილიტაცია, 700-ზე მეტ სკოლაში კი მოეწყო სველი წერტილები, შეიცვალა სახურავები და კარ-ფანჯარა. საბავშვო ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, რომლის ჯამური ინვესტიცია 70 მილიონი ლარია, დაიწყო 31 ბაღის მშენებლობა 1700 ბენეფიციარისათვის, დასრულდა 17 ბაღის მშენებლობა 1000-მდე ბავშვისთვის, წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება კიდევ 14 ბაღის მშენებლობა, უკვე დასრულდა 5 ბაღის რეაბილიტაცია, რასაც მომავალ წელს კიდევ 1 განახლებული ბაღი დაემატება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროექტები დასრულდა წელს გურჯაანსა და კასპში ინოვაციური ცენტრების სახით, რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 85 მილიონი ლარი გამოიყო, რაც მოხმარდა ფოთის სტადიონის რეაბილიტაციისა და ფოთის სპორტ-კომპლექსის მშენებლობის ძირითად სამუშაოებს. სტადიონების მშენებლობა ასევე გრძელდება ზუგდიდში, ხაშურსა და მარნეულში. დაგეგმილია ქუთაისის ოლიმპიური აუზის, რუსთავისა და ზუგდიდის სპორტ-კომპლექსების მშენებლობა.

გაისად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას 161 მილიონი ლარი მოხმარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system