თავში

წელს აზერბაიჯანმა ინდოეთს საქართველოს გავლით 25 ათასი ტონა კოქსი მიაწოდა

წელს აზერბაიჯანმა ინდოეთს საქართველოს გავლით
წელს აზერბაიჯანმა ინდოეთს საქართველოს გავლით 25 ათასი ტონა კოქსი მიაწოდა

ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR)  გადამამუშავებელ ქარხანაში წარმოებული კოქსის ექსპორტი ინდოეთში უკვე აქტიურია. 

2021 წლის დასაწყისიდან დღემდე ინდოეთში გაიგზავნა 25 ათასი ტონა კოქსი. აქედან ბოლო პარტია, 1000 ტონა იყო, რომელიც უკვე გაგზავნილია. თებერვალში კიდევ 25 ათასი ტონა კოქსის ტრანსპორტირება იგეგმება.

მაქანების მოწოდებას АЖД და  ADY Express-ი უზრუნველყოფს. ტვირთი აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილ კომპანია, შპს ADY Express-ს საქართველოში ფოთის პორტამდე გაააქვს. კოქსი ღია ვაგონებში კეშლას სადგურზე იტვირთება და ფოთის პორტამდე სარკინიგზო ხაზით ჩადის. ფოთის პორტში კი ის  გემზე გადადის და საზღვაო გზით მიეწოდება შემკვეთ ქვეყნებს, ამ შემთხვევაში, ინდოეთს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ADY Express- მა ფოთის პორტამდე გადაიტანა 27 ათასი ტონა კოქსი, ჩინეთში გასაგზავნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system