თავში

წელს ბიუჯეტში გადასახადებისგან 3.33 მილიარდი ლარი შევიდა

წელს ბიუჯეტში გადასახადებისგან 3.33 მილიარდი ლარი შევიდა
წელს ბიუჯეტში გადასახადებისგან 3.33 მილიარდი ლარი შევიდა

აპრილში ბიუჯეტმა გადასახადებიდან 965.57 მლნ ლარი მიიღო, 4 თვის მაჩვენებლებით კი, 3.33 მლრდ ლარის შემოსავალი აქვს გადასახადებიდან მიღებული, ეს 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 66.2%-ია.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 2020 წლის იანვარ-აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 4.8 მლრდ ლარი; მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 3.638 მლრდ ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 44.15 მლნ ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 39.26 მლნ ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 1.09 მლრდ.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (3 638 618.3 ათასი ლარი) შეადგინა ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობის (5 363 821.0 ათასი ლარი) 67.8%.

4 თვეში საშემოსავლო გადასახადიდან 1.197 მლრდ ლარია მობილიზებული;

მოგების გადასახადიდან – 488.1 მლნ.

დღგ – 1.215 მლრდ.

აქციზი – 328.05 მლნ.

იმპორტის გადასახადი – 26.3 მლნ.

სხვა გადასახადები – 79.85 მლნ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system