თავში

წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება

წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება
წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსიდან, რომ საქართველოში წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება და ის 2.73 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

2021 წლისთვის გაზის მოხმარების პროგნოზი ასეთია:

1) მოსახლეობა (სოციალური გაზი) - 1.129 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, ზრდა 41 მილიონი კუბური მეტრი;
2) თბოელექტროსადგურები (სოციალური გაზი) - 665 მილიონი კუბური მეტრი, ზრდა 79 მილიონი კუბური მეტრი;
3) კომერციული სექტორი - 900 მილიონი კუბური მეტრი, ზრდა 60 მილიონი კუბური მეტრი.


დოკუმენტის თანახმად, წელს საქართველო ბუნებრივი აირის 92.3%-ს აზერბაიჯანიდან მიიღებს. წელსვე საქართველო რუსეთისგან 200 მილიონ კუბურ მეტრის ოდენობის გაზის შეძენას გეგმავს..რუსული გაზის ზუსტად იგივე ოდენობა შეიძინა საქართველომ 2020 წელსაც. 

რაც შეეხება ბუნებრივი აირის ადგილობრივ მოპოვებას, მას ეკონომიკის სამინისტრო 11 მილიონ კუბურ მეტრზე პროგნოზირებს. შესაბამისად, ქართული გაზი მთლიანი მოხმარების მხოლოდ 0.4%-ს დააკმაყოფილებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system