თავში

წელს ექსპლუატაციაში მიღებული შენობების რიცხვი შემცირდა

წელს ექსპლუატაციაში მიღებული შენობების რიცხვი შემცირდა
წელს ექსპლუატაციაში მიღებული შენობების რიცხვი შემცირდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7802 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,3 პროცენტით მეტი) 5621,7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23,9 პროცენტით მეტი). ნებართვების 71,0 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49,2 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,0 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ზე და 10,8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36,2 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,4 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1923,7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 32,3 პროცენტით მეტი) 1802 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 1,5 პროცენტით ნაკლები).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system