თავში

წელს ექსპორტზე 1800 ტონამდე ატამია გატანილი

წელს ექსპორტზე 1800 ტონამდე ატამია გატანილი
წელს ექსპორტზე 1800 ტონამდე ატამია გატანილი

"ისე გამოვიდა, რომ კორონავირუსი კახეთში სოფლის მეურნეობას ნაკლებად შეეხომ" - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორი აცხადებს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, აქამდე მოსავლის დაბინავებას და გასაღებას პრობლემა არ შექმნია და ფასით ფერმერები კმაყოფილები იყვნენ.

გუბერნატორი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის პროექტების გატარების შედეგად, ძალიან ბევრი ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა.

გუბერნატორი ატმის მოსავლითაც კმაყოფილია. მისივე თქმით, მოსავლის აღება-დაბინევის პარალელურად, ექსპორტიც შეუფერხებლად მიმდინარეობს და 1800 ტონამდე ატამია უკვე გატანილი.

„კარგი მოსავალია ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც და ფასი არის ძალიან კარგი. იმაზე უკეთესი, ვიდრე შარშან იყო და ამ ფასის ჩამოყალიბებაში მხოლოდ და მხოლოდ ბაზარი იღებს მონაწილეობას და უნდა აღინიშნოს, რომ დღე ფერმერები ღიად აღნიშნავდნენ და არ მალავდნენ კმაყოფილებას ფასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი აისახება ყველა დასაქმებულ ადამიანზე. თუ წინა წლებშია შვიდიოდე სამაცივრე მეურნეობა იყო, დღესდღეისობით 20 გამართული სამაცივრე მეურნეობა გვაქვს და 4 საკმაოდ დიდი, თანამედროვე წარმოება, რომლებიც ხილ-ფაფებს, წვენებს აწარმოებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსავალი, არც ერთი კილოგრამი არ დარჩება ჩაუბარებელი“, - ამბობს გუბერნატორი.

ცნობისტვის, გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში იმყოფებოდა და ატმის დახარისხების პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრი ატმის კრეფაში მონაწილეობდა.

მინისტრის შეფასებით, წელს ატმის რთველი წარმატებულად მიმდინარეობს.

1 კგ ატმის ღირებულება საშუალოდ 2 ლარია.

„ჩვენ ვნახეთ სამაცივრე მეურნეობები, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი რგოლი იმისთვის, რომ ფერმერმა სტაბილურად და ასევე მაღალ ფასში მოახდინოს თავისი პროდუქციის რეალიზება. ვნახეთ კრეფის პროცესი, რომელიც ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ადამიანია კახეთში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული და დასაქმებული. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული სეზონი, რომელიც ბოლო წლებში ჩვენ გვახსოვს ატამთან დაკავშირებით არის - 2020 წელი. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალურად შეიქმნა, მათ შორის სამეზობლო ქვეყნებში ატმის რეალიზაციის პროცესს არ ჰქონია შეფერხება არც ერთ წუთი,“ - განაცხადა მინისტრმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამაცივრე მეურნეობა რაოდენობა ორჯერ არის გაზრდილი და რიცხვი ახლა 20-ს შეადგენს. ყველა მათგანი სეზონზე უწყვეტი რეჟიმით აგრძელებს მუშაობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system