თავში

წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 886 მილიონი აშშ დოლარის მიაწოდა

წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 886 მილიონი აშშ დოლარის მიაწოდა
წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 886 მილიონი აშშ დოლარის მიაწოდა

2020 წლის დასაწყისიდან, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 886 მილიონი აშშ დოლარის მიაწოდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2021-2023 წლების ფულად - საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის ძალისხმევა მიმართული იყო გასულ წლებში რეზერვების დაგროვებაზე, რამაც წლევანდელი კრიზისის დროს ეროვნულ ბანკს, საჭიროების მიხედვით, სავალუტო ინტერვენციების განხორციელების და ამ გზით გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე ბიუჯეტის მაღალი დეფიციტიდან მომდინარე პოტენციური წნეხის ნაწილობრივ შერბილების საშუალებას აძლევს.

საქართველოს პირველი ბანკირის შეფასებით, პარლამენტში წარდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა პოტენციური შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკის სტაბილური და გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობას ემსახურება. 

კობა გვენეტაძემ საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ასევე ყურადღება გაამახვილა სავალუტო ბაზრის თემაზე. აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლების ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის ძირითადი ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით ხდება, რაც საერთაშორისო რეზერვების ზრდასაც გულისხმობს. 

"დასასრულს აღვნიშნავ, რომ წარმოდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა პოტენციური შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკის სტაბილური და გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობას ემსახურება. ამავე დროს, სწორედ ასეთი გონივრული ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის წყალობით - რომელიც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფაქტორია - გახდა შესაძლებელი პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად საჭირო მატერიალური ფინანსური რესურსების უმოკლეს ვადაში მობილიზება "- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system