თავში

წელს ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის

წელს ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის
წელს ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის

სახელმწიფო ღვინისა და ყურძნის ხარისხზე კონტროლს ამკაცრებს.  ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი განმარტავს რა პრონციპით იხელმძღვანელებს სახელმწიფო ყურძნის ჩაბარებისას 2021 წლის რთველში.

ლევან მეხუზლას თქმით, დაწესდა საშუალო ზღვარი: თუ ყურძნის შაქრიანობა 18 პროცენტი და მეტია, მაშინ ის ღვინის დამზადებისთვის გამოიყენება, ხოლო თუ ამაზე ნაკლებია, მხოლოდ სპირტისთვის გამოდგება. მისივე თქმით, ჩაბარების დროს ყურძნის ფასები მკვეთრად განსხვავებული იქნება და შესაძლოა, ღვინისთვის განკუთვნილი ყურძნის ფასი ორჯერ მეტიც კი იყოს, ვიდრე სასპირტე ყურძნის. ყურძნის შეფასებისას გამოიკვლევენ მის დაავადებებს, შეაფასებენ დაზიანებებს და ამის მიხედვით დადგინდება ფასიც.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 18 პროცენტი შაქრიანობისა იქნება ის ზღვარი ზოგადად, რაც გაავლებს ხაზს ღვინისთვის განკუთვნილ და სპირტისთვის განკუთვნილ ყურძენს შორის. გარდა ამისა, დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებს, რომლებიც უფრო მაღალხარისხიანი უნდა იყოს, თავის სპეციფიკაში უწერია შაქრის ის რაოდენობა, რაც მოეთხოვება ყურძენს. მაგალითად, მუკუზანის შემთხვევაში ეს არის 19 პროცენტი, ქინძმარაულის შემთხვევაში, რომელიც არის ბუნებრივად ტკბილი, არის 22 პროცენტი. ასე რომ, ეს გრადაციები იქნება მკაცრად კონტროლირებადი რთველის დროს. ანუ დაცული ადგილწარმოშობის ღვინო, შემდეგ ჩვეულებრივი ღვინო და შემდეგ უკვე ის ყურძენი, რომელიც საღვინედ არ გამოდგება და იქნება სასპირტე მიმართულების“, – განმარტა ლევან მეხუზლამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მოვლის კომპონენტი. მეხუზლას ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში სოფლებში შეხვედრებს გამართავენ და ფერმერებს სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაუზიარებენ. ფერმერებს ასწავლიან, როგორ გასხლან სწორად ვენახი, რომ ზედმეტად არ დატვირთონ ვაზი. მნიშვნელოვანია სასუქისა და მორწყვის კონტროლი უშუალოდ რთველის წინ. ფერმერებმა უნდა ისწავნონნ, რომ რთველის წინ ვაზს ნაკლები მორწყვა და სასუქი სჭირდება.

"შეწამვლას რაც შეეხება, ერთი არის დაავადებების წინააღმდეგ, რაც გარკვეულ კლიმატურ პირობებში და გარკვეულ პერიოდში აუცილებელია. გარდა ამისა, არის აზოტოვანი სასუქის ჭარბად შეტანა, რაც ბერავს ყურძენს და ვაზი ძალიან ბევრ ყურძენს ისხავს. თუმცა ამ სიჭარბის გამო, ვერ ახერხებს მთელი იმ სიკეთის ჩადებას თავის ნაყოფში, რაც საჭიროა მაღალხარისხიანი ღვინის დასამზადებლად. ზომიერება ყველაფერში საუკეთესო გამოსავალია. საბოლოოდ ეს მაინც ფერმერის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ სწორედ იმიტომ ვიწყებთ კომუნიკაციას, კარდაკარ სიარულს კახეთში, რომ მზად იყვნენ და თავის მოსავალსა და შედეგზე თავად აგონ პასუხი," - ამბობს მუხუზლა.

შეგახსენებთ, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system