თავში

წელს იმპორტი საქართველოს 1,281,390.9 დოლარით ნაკლები დაუჯდა

წელს იმპორტი საქართველოს 1,281,390.9 დოლარით ნაკლები დაუჯდა
წელს იმპორტი საქართველოს 1,281,390.9 დოლარით ნაკლები დაუჯდა

საქსტატის საგრეო ვაჭრობის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 10 უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტიდან 9-ში კლებაა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 623.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 412.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი).

წლიურ ჭრილში 20.6%-ითაა შემცირებული სიგარეტები-თამბაქოს იმპორტის მაჩვენებელი. რეზინის ახალი პნევმატური სალტეებისა და საბურავების იმპორტის მაჩვენებელი 29.4-ით შემცირდა. დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის მოცულობა შემცირებულია 13%-ით.

ჯამში იმპორტი წელს 16, 6%-ით შემცირდა და საქართველო იმპორტის შეძენისას წელს 1,281,391.3 ათასი დოლარი დაზოგა.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია). 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვაროქტომბერში, 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system