თავში

წელს ინფლაციას 4.5%-ის დონეზე ელიან

წელს ინფლაციას 4.5%-ის დონეზე ელიან
წელს ინფლაციას  4.5%-ის დონეზე ელიან

2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია მოსალოდნელია 4.5%-ის დონეზე;  ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში წლიური ინფლაცია მიზნობრივ დონეზე დაბალია, რაც მთავრობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით იხსნება. აქვე განმარტებულია, რომ ეროვნული ბანკის (სებ-ის) რეფინანსირების განაკვეთი უცვლელია 2020 წლის აგვისტოს შემდეგ. სებ-ის საბაზისო პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს მოსალოდნელია რეფინანსირების განაკვეთის მცირედით შემცირება, თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ განაკვეთის ზრდის ალბათობა მანამდეც არის.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს სებ-ის ინტერვენციების მიუხედავად საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა. 2020 წელს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 3.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, მიმომხილველების განმარტებით, დონორი ორგანიზაციებიდან სავალუტო ჩამორიცხვებს უკავშირდება. მიმოხილვის თანახმად, სებ-მა 916 მლნ აშშ დოლარი გაყიდა 2020 წელს სავალუტო ბაზარზე სებ-ი აგრძელებს სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის გაყიდვას ლარის მხარდასაჭერად, ინფლაციური წნეხის შესარბილებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system