თავში

წელს კალიების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია

წელს კალიების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია
წელს კალიების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით წელს კალიების გავრცელების მაჩვენებელი უფრო მეტია, რაც კლიმატური პირობებითაა გამოწვეული. მისივე განმარტებით, საქართველოში ახლა კალიების ორი სახეობა გვხვდება და მათი საწინააღმდეგო ღონისძიებები უკვე ორი თვეა მიმდინარეობს.

„მიმდინარე წელს კალიების მაღალი გავრცელებაა. ამას ხელი შეუწყო იმ კლიმატურმა პირობებმა, რომელიც ხელსაყრელია კალიებისთვის. ამჟამად ღონისძიებები ტარდება შემდეგ რეგიონებში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და ასევე თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამისთვის ვიყავით მზად, სრულად იყო და არის მობილიზებული სააგენტოს ტექნიკა, ასევე, ადამიანური რესურსი. ღონისძიებები დაიწყო უკვე დაახლოებით 2 თვის წინ და ახლაც აქტიურ ფაზაშია. დამუშავებულია 38 ათასი ჰა ფართობი. ესაა იმ კალიების ორი სახეობა, რომელიც ენდემურია. თუმცა აღსანიშნავია რომ მიმდინარე წელს მათი გავრცელება არის ფართო, გასული წლებისგან განსხვავებით.

გატარებული ღონისძიებების შედეგად აცილებულია ძალიან დიდი დანაკარგები, რომელიც შესაძლებელია, რომ კალიებმა სოფლის მეურნეობას მიაყენოს და ზოგადად, მწვანე საფარს. გატარებული ღონისძიებების შედეგად თავიდან იქნა აცილებული დიდი ეკონომიკური დანაკარგები, რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო კალიების მიერ სასოფლო-სამეურნეო დაზიანებისგან.

გატარებული ღონისძიებები ანადგურებს ათასობით მავნებელს რაც იწვევს ათი პოპულარიაციის რიცხოვნობის მკვეთრად შემცირებას და რისკი, რომ ასეთი შემოსევა და ფართო გავრცელება, რომელიც ღონისძიებების არგატარების შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო, დაბლა იწვევს. ღონისძიებები არის ეფექტური, საჭირო და გაგრძლდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“,- განაცხადა ნიკა მესხმა და დაამატა, რომ აზიურ ფაროსანის პოპულაცის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია.

„საძებარიც კი არის ეს მავნებელი. რთულია მათი პოვნა, რადგან გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რიცხოვნობა არის შემციერბული და თავიდან არის აცილებული ეკონომიკური დანაკარგები და სასოფლო-სამეურნეო კულტურების უპრეცენდენტო მოსავალს ველოდებით წელს“,- განაცხადა ნიკა მესხმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system