თავში

წელს მელიორაციაზე 120 მილიონი ლარი დაიხარჯება

წელს მელიორაციაზე 120 მილიონი ლარი დაიხარჯება
წელს მელიორაციაზე 120 მილიონი ლარი დაიხარჯება

"მიმდინარე წელს, დაახლოებით, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამას დაემატება 80 მილიონი თანადაფინანსება მსოფლიო ბანკიდან, რაც მნიშვნელოვან წილად გააუმჯობესებს საქართველოში საირიგაციო ინფრასტრუქტურას," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისივე განმარტებით,  იმისთვის, რომ მელიორაციაზე სახელმწიფოს წელს მეტი რესურსი მიემართა და ფული შედეგიანად დახარჯულიყო, განხორციელდა რიგი რეფორმები.

"მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს დონორებთან და ექსპერტებთან, ვიმუშავებთ ასევე დრენაჟის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს გაუმჯობესება - გაძლიერდა კომპანიის ტექნიკური შესაძლებლობები, ყოველწლიურად იზრდება დრენირებული ფართობი და მაგისტრალური არხების წმენდა მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სწორი ინვესტირება, პროფესიონალი კადრების ჩართულობა და თანამედროვე ტენოლოგიების გამოყენება - ეს ის საკითხებია, რომელთა სწორად გადაჭრაც საქართველოს საირიგაციო პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. ირიგაციული პრობლემების გადაჭრით, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ  საქართველო მოსავლიანეობას მინიმუმ, 2-ჯერ გაზრდის. 

2020 წელს ირიგაციაზე ფერმერებმა 3 847 330 ლარი დაზოგეს. 

2012-2020 წლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯა 400 მლნ ლარამდე თანხა, შედეგად, ქვეყანაში, დღეისათვის, 200 000 ჰექტრამდე მელიორირებული ფართობია. მათ შორის, 150 ათას ჰექტარამდეა წყალუზრუნველყოფილი ფართობი.  დეტალურად რა გაკეთდა ირიგაციაში შარშან, ნახეთ აქ. 

მხოლოდ 2020 წელს 11 ათასი ჰექტარი მიწა გასარწყავდა, თუმცა სამელიორაციო სისტემის ქსელის გაფართოების და რეაბილიტაციის მიუხედავად, ირიგაცია და დრენაჟი მაინც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ დაბრკოლებლად სწორედ ირიგაცია სახელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system