თავში

წელს მშენებლობაზე 4 400 ნებართვა გაიცა

წელს მშენებლობაზე 4 400 ნებართვა გაიცა
წელს მშენებლობაზე 4 400 ნებართვა გაიცა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4400 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5 პროცენტით მეტი) 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,7 პროცენტით მეტი).

ნებართვების 71,8 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 9,0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 12,6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 12,5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,8 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

სულ, 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 818,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,9 პროცენტით მეტი) 1128 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39,3 პროცენტით მეტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system