თავში

წელს მშპ-ის 4%-იან ზრდას ელიან

წელს მშპ-ის 4%-იან ზრდას ელიან
წელს მშპ-ის  4%-იან ზრდას ელიან

"მიუხედავად იმისა რომ, იანვარში ეკონომიკური აქტივობის მაღალი ვარდნა დაფიქსირდა, აღნიშნული მაჩვენებელი მოლოდინებთან შესაბამისობაშია, რადგან კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, მეორე ლოქდაუნის შემოღების შედეგებსა და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების კვლავ მკვეთრად შემცირებულ შემოსავლებს," -  ასე შეფასდა საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა მიმდინარე წლის იანვარში "თიბისი კაპიტალის" მიერ. 

წინასწარი შეფასებით, იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის,  მშპ-ის, ვარდნამ წ/წ 11.5% შეადგინა. კლება ძირითადად შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, გართობისა და დასვენების სექტორში, დამამუშავებელ მრეწველობაში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებსა და საბითუმო & საცალო ვაჭრობაში. დადებითი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა ინფორმაცია & კომუნიკაციებისა და საფინანსო & სადაზღვევო საქმიანობებში. 

"ჩვენი პროგნოზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს თვეებში ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა არ არის მოსალოდნელი, მომავალ თვეში მშპ-ის ვარდნა შემცირდება, რადგან პანდემიის ეფექტის გავლენა 2020 წლის თებერვალში გარკვეულწილად უკვე შესამჩნევი იყო. უფრო მეტიც, თიბისი კაპიტალის „აღდგენის დინამიკის“ მონაცემების მიხედვით, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შედეგად, თებერვალში რიგი სექტორების აღდგენა აშკარაა. ასევე მოსალოდნელია, რომ მარტში კიდევ უფრო დაბალი საბაზო ეფექტისა და მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვების შემსუბუქების გამო ეკონომიკური აქტივობა იანვართან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სეზონურად სუსტი აქტივობის გამო იანვრის მშპ მთლიანი წლის მხოლოდ 6.8%-ს შეადგენს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მშპ-ის ბოლო პროგნოზს, რომელიც 2021 წელს მშპ-ის დაახლოებით 4%-ით, ხოლო 2022 წელს 7.5%-ით აღდგენას ითვალისწინებს, უცვლელს ვტოვებთ”, - განმარტავენ "თიბისი კაპიტალში".

რატომ შემცირდა ეკონომიკა 2021 წლის იანვარში, იხილეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system