თავში

წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ვირტუალურად ჩატარდება

წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ვირტუალურად ჩატარდება
წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ვირტუალურად ჩატარდება

შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს პანდემიის გამო ვირტუალურ ფორმატში ტარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოთა მეთაურები, სამოქალაქო საზოგადოების, გლობალური მედიის ლიდერები და ახალგაზრდების წარმომადგენლები სხვადასხვა კონტინენტიდან.

დღის წესრიგშია შემდეგი საკითხები: მზარდი უმუშევრობა და ვალები, შემოსავლებში უთანასწორობა და კლიმატის ცვლილებები.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს 25 იანვრიდან 29 ინვრამდე გაიმართება

ცნობისთვის, დავოსის ფორუმი არის პოლიტიკური და საქმიანი ელიტის ყოველწლიური შეხვედრა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ალპებში ყოველწლიურად თავს უყრის 3 ათასზე მეტ მონაწილეს, მათ შორის, არიან სახლემწიფოების ლიდერები, კორპორაციების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.  ის 1980 წლიდან ყოველ წელს იმართება და მიჩნეულია წლის ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო მოვლენად.

შარშანდელის მსგავსად, წლევანდელ ფორმუში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან მიიღებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

შარშან დავოსში 21-24 იანვარს საიუბილეო რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ფორუმზე ჩატარდა 400-მდე საქმიანი სესია, რომლებზეც მოხსენებით 600-ზე მეტი სპიკერი გამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system