თავში

წელს ნავთობის ფასის 80 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ

წელს ნავთობის ფასის 80 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ
წელს ნავთობის ფასის 80 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ

2021 წლის 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 66.88 (- 0,16) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 63.53 (+ 0.31) დოლარი/ბარელზე.

კომპანია "SOCAR Trading SA" (SOCAR-ის სავაჭრო შვილობილი კომპანია) ელოდება, რომ 2021 წელს ნავთობის ფასი 80 დოლარამდე გაიზრდება ბარელზე, ხოლო შემდეგი 18–24 თვის განმავლობაში - 100 დოლარზე მეტი იქნება ბარელზე. ასე ფიქრობს კომპანიის მთავარი სავაჭრო დირექტორი ხაიალ აჰმედზადე. მისივე თქმით, პანდემიის საპასუხოდ 2020 წელს დაგროვილი ნავთობის ჭარბი მარაგი ამ ზაფხულისთვის მთლიანად ამოიწურება. მისი მტკიცებით, მიმდინარე წელს ნავთომზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება, ხოლო მწარმოებლები ვერ შეძლებენ დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება საკმარისი ოდენობის მიწოდებით. აჰმედზადე ელოდება, რომ "ოპეკი +"-ის გარიგების მონაწილეები შეამცირებენ მოპოვებას და მალე დაუბრუნდებიან მიწოდებას სრული დატვირთვით. 

დღეისთვის აზერბაიჯანული LT CIF ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა 0.21 აშშ დოლარით ანუ 0.32% -ით. ერთი ბარელი აზერბაიჯანული მსუბუქი ნავთობის ფასი 66,98 დოლარია.  აზერბაიჯანული LT CIF ნავთობის ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა 2020 წლის 21 აპრილს (15,81 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე მაღალი - 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system