თავში

წელს ოქრო შეიძლება 11%-ით გაძვირდეს

წელს ოქრო შეიძლება 11%-ით გაძვირდეს
წელს ოქრო შეიძლება 11%-ით გაძვირდეს

კვლევითი ორგანიზაცია "თიბისი კაპილატი" 2020 წელს ოქროს ფასის 11%-ით ზრდას, სპილენძის 14%-იან გაიაფებას, რკინის მადნის ღირებულების 8%-ით კლებას პროგნოზირებს.

ამის შესახებ ორგანიზაციას საკუთარ კვლევაში აქვს აღნიშნული.

"წიაღისეულის სექტორს ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა არ შეხებია. სპილენძი, ოქრო და ფეროშენადნობები ექსპორტის 28%-ს შეადგენს (2019წ. 12%რეექსპორტის გარეშე). სპილენძის უცვლელი გაყიდვების პირობებში, ფასის შემცირება ბრუნვაზე პირდაპირ აისახება. 2020 წელს ფასის წ.წ. 14%-ით კლებაა მოსალოდნელი. სილიკომანგანუმის მოთხოვნის კლებამ და მიწოდების შეფერხებამ სილიკომანგანუმის ფასზე არაერთგვაროვნად იმოქმედა. 2020წ. I კვარტალში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი დოლარში წლიურად 39.5%-ით შემცირდა, ხოლო სრული წლის მანძილზე დაახ. 20-25%-ით კლებაა მოსალოდნელი. რკინის მადნის ფასის სავარაუდო კლება (-8% წლიურად) ფეროშენადნობების საექსპორტო ფასისთვის რისკის შემცველია. სავარაუდოა მშენებლობის, ინფრასტრუქტურული ხარჯვის და წარმოების შენელებამ მოთხოვნა შეამციროს. ოქროს, როგორც უსაფრთხო აქტივის, ფასში 2020 წლის მანძილზე ზრდა (+11% წლიურად)არის მოსალოდნელი," - აღნიშნულია კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system