თავში

წელს ყურძენი მინიმუმ 10 თეთრით გაძვირდება

წელს ყურძენი მინიმუმ 10 თეთრით გაძვირდება
წელს ყურძენი მინიმუმ 10 თეთრით გაძვირდება

მთავრობის სხდომის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა,რომ 2020 წელს ექსპორტი შემცირდება ხოლო მოსავლიანობა წინა წლების მსგავსად მზარდი იქნება.

მინისტრმა ისიც განმარტა, რატომ განისაზღვრა წელს ყურძნის მინიმუალუტ ფასად 80 თეთრი მაშინ როცა შარშან 2019 წელს ყურძნის მინიმალური ფასი 1 კგ-ზე 70 თეთრს შეადგენდა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყურძნის მინიმალური ფასის განსაზღვრით მთავრობამ შექმნა მინიმალური სოციალური გარანტიები, რომელიც მევენახეებს აღელვებდათ.

„შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ფასი უნდა იყოს „ესა და ეს რიცხვი“, გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებში შეიძლება ყოფილიყო უფრო მაღალი ფასი. მევენახეობის სექტორში დღეს ვაწყდებით ძალიან რთულ გამოწვევას. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება ევროპის წამყვან ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიც არის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, რომლებიც მსოფლიო ღვინის წარმოების 70%-ზე მეტს აწარმოებენ. ფაქტიურად ყველგან არის დაბინავების და ტევადობების პრობლემა, რომ ყურძენი ჩაიწუროს და იწარმოოს ღვინო. ასეთ რთულ ვითარებაში ის, რომ ჩვენ მინიმალური გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახეებისთვის, ვფიქრობ, რომ არის ძალიან დიდი მიღწევა და არის ძალიან მნიშვნელოვანი სოლიდარობა ქართული საზოგადოების, იმიტომ რომ ეს არის გადასახადების გადამხდელთა მიერ აკუმულირებული თანხები. ეს არის სოლიდრობა ამ შემთხვევაში მევენახე ფერმერებისთვის იმისთვის, რომ მათი საქმიანობა წელს ასევე იყოს დაფასებული და მათ ნაკლები პრობლემებით გაიარონ 2020 წლის სეზონი. ამ საკითხით სპეკულირება დღევანდელ მძიმე პირობებში, სხვადასხვა მხარის მხრიდან უმართებულო იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ 

მსხვილი ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე 30 თეთრიან სუბსიდიას მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუ 1 000 ტონაზე მეტ რქაწითელს ან კახურ მწვანეს გადაამუშავებენ და ყურძნის შესყიდვის მინიმალური ღირებულება იქნება 80 თეთრი. სხვა სახეობის ყურძნის მიღების შემთხვევაში სუბსიდირება არ მოხდება. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სუბსიდიას მიიღებს ყურძნის გადამამუშავებელი სახელმწიფო კომპანია "აკურაც", რომელმაც შარშან მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რის შემდეგაც მთავრობამ ამ ყურძნისგან სპირტი დაამზადა.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა გახარიამ დეტალურად განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა წელს მთავრობამ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განაახლოს რთველის სუბსიდირება.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში შეიძლება სახელმწიფოც ჩაერთოს.

დღესვე წლევანდელი რთველისთვის ყურძენზე მინიმალური ფასიც განისაზღვრა. წელს კახური მწვანისა და რქაწითელის ყურძენი მინიმუმ 80 თეთრი ეღირება.

ცნობისთვის, წელს ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს და ჯამში რთველი და მეღვინეობა 80 მილიონით დაფინანსდება.

მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რომ 2020 წლის რთველი წარმატებული აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება. მთავრობის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება, რაც შეეხება ყურძნის გადამუშვებას, ყურძნის ჩამბარებელი კომპანიები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ.

ცნობისთვის, აგრობიზნესებიდან კორონავირუსმა ყველაზე მეტად მეღვინეობა დააზარალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system