თავში

წელს რთველი და მეღვინეობა 80 მილიონით დაფინანსდება

წელს რთველი და მეღვინეობა 80 მილიონით დაფინანსდება
წელს რთველი და მეღვინეობა 80 მილიონით დაფინანსდება

2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფოს ხარჯები ჯამურად 1.5 მილიარდი ლარით იზრდება და ის რეკორდულ 15.9 მილიარდ ლარს მიაღწევს.

წელს მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს 123.8 მილიონი ლარით ზრდის, რის შედეგადაც ეს უწყება ჯამურად 476.9 მილიონი ლარით დაფინანსდება. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი COVID-19-ის კრიზისის ფონზე, მევენახეობის მიმართულებით დაიხარჯება. უფრო კონკრეტულად, ქვეპროგრამა, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება, რომელზეც გასულ წელს 16.9 მილიონი ლარი დაიხარჯა, წელს 80 მილიონით დაფინანსდება. 

ამ დროისთვის უცნობია რა კონკრეტული სუბსიდირების მექანიზმის გამოყენება არის დაგეგმილი 2020 წლის რთველში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის რთველის მიმდინარეობისას ბაზარზე სუბსიდირება მის მართვაში არსებული კომპანიის “აკურას” მეშვეობით განახორციელა და მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რის შემდეგაც მთავრობამ ამ ყურძნისგან სპირტი დაამზადა.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი აგროპროექტის ხარჯები 70 მილიონი ლარით იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system