თავში

წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 3.1 ტონა ცქრიალა ღვინო დაექსპორტდა

წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 3.1 ტონა ცქრიალა ღვინო დაექსპორტდა
წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 3.1 ტონა ცქრიალა ღვინო დაექსპორტდა

შარშანდელთან შედარებით წელს ქართული ცქრიალა ღვინის ექსპორტი აზერბაიჯანში სტაბილურად ნარჩუნდება. ორივე წლის პირველ ორ კვარტალში, ანუ 6 თვეში, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ცქრიალა ღვინის მონაცემი 3.1 ტონას უტოლდება. იდენტურია ორივე წლის "შამპანური" ექსპორტი ფულად გამოსახულებაში და ის 33.0 ათას დოლარს შეადგენს.

შარშანაც და წელსაც ქართული ცქრიალა ღვინო მეზობელ ქვეყანაში საავტომობილო გზით გადაიზიდა. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობის, 16 ტონამდე, ცქრიალა ღვინო აზერბაიჯანში 2018 წელს გაიყიდა და მისმა ღირებულებამ 151.7ათასი დოლარი შეადგინა.

შარშან კი აზერბაიჯანში გატანილი 11,6 ტონა "შამპანურისგან" ქვეყანამ 88.9 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system