თავში

წელს საქართველომ 827.8 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა

წელს საქართველომ 827.8 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა
წელს საქართველომ 827.8 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, ესკოს, მონაცემებით 2021 წლის 2 თვეში საქართველომ 827.8 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, თითო თვეში 410 მილიონ კვტ.სთ -ზე მეტი. მთავარი მომწოდებლები რუსეთი და აზერბაიჯანია.

რუსეთიდან 2 თვეში 521 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგია აქვს ნაყიდი, ხოლო აზერბაიჯანიდან - 299.7 მილიონი.

მხოლოდ 2021 წლის იანვარში ელექტროენერგიის იმპორტის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

რუსეთი - 262.315 მლნ კვტ.სთ.

აზერბაიჯანი - 151.78 მლნ კვტ.სთ.

იმპორტი სულ 414.09 მლნ კვტ.სთ.

ხოლო 2021 წლის თებერვალში საქართველომ დენი შემდეგი ბაზრებიდან შემდეგი პროპორციით შემოიტანა:

რუსეთი - 258.85 მლნ კვტ.სთ.

აზერბაიჯანი - 147.94 მლნ კვტ.სთ.

თურქეთი - 6. 93 მლნ

იმპორტი სულ - 413.72 მლნ კვტ.სთ.

2020 წელს საქართველომ ყველაზე მეტი დენი აზერბაიჯანისგან იყიდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ს უტოლდება. კილოვატ საათი თურქული ელექტროენერგიის იმპორტში საქართველომ შარშან 3 ცენტი გადაიხადა. ამ ქვეყნიდან საქართველომ შარშან ჯამში 313,100,000 კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც ჯამში 13,564,140 აშშ დოლარი დაჯდა. შარშან საქართველომ რუსეთისგან ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3 ცენტად შეიძინა. ქვეყანამ გასულ წელს ჩრდილო მეზობლისგან ჯამში 570,600,000 კილოვატ საათი დენი იყიდა, რაშიც 14,553,200 დოლარი გადაიხადა.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის იმპორტის წყროების დივერსიფიკაციაზე საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ახლა საქართველო ბევრად უფრო ენერგოდამოუკიდებელია, ვიდრე 2012 წელს, როცა 90% ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის მოდიოდა რუსეთზე და დენი საქართველოში “ინტერ რაოს” შემოჰქონდა. ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს "ქართული ოცნების" მთავრობამ შეცვალა და უკვე შარშან საქართველოში დენის იმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანი გახდა.  საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი, ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში” აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტსა და აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს კურირებს, აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ეჭვები, თითქოს აზერბაიჯანიდან დენის იმპორტში კორუფციული სქემა მუშაობს.  

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ოპოზიციურ პოლიტიკური ძალები ააქტიურებენ კითხვებს, თითქოს ზერბაიჯანიდან დენის იმპორტი პოლიტიკურია და ფასიც მაღალია. მათივე მტკიცებით, “ელ გრინს” ეძლევა უფრო მაღალ ფასად ელექტროენერგიის შემოტანის შესაძლებლობა, რადგან სახელისუფლებო გუნდიდან ვიღაც წილშია და სწორედ ამიტომ გახდა ელექტროენერგიის იმპორტში დომინანტი აზერბაიჯანი. ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, ბიზნესმენ, უჩა მამაცაშვილთან, კავშირში მყოფი კომპანია შუამავალია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის ელექტროსისტემას შორის, რაშიც მამაცაშვილის კომპანია წლიურად 9 მილიონ დოლარს იღებს. ამაზე განმარტებები ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, რამდენჯერმე მოუწია. მისი თქმით, აზერბაიჯანული ელექტროიმპორტი რუსული დენის ალტერნატივაა და იმპორტის ღირებულებაც წლების მანძილზე მცირდება. მინისტრის მტკიცებით, დენის იმპორტში არცერთი მეზობელი ქვეყანა არ არის დომინანტი. ნათია თურნავამ ამ ბრალდებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან დენის იმპორტთან უჩა მამაცაშვილი კავშირში არ არის

საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან ყიდულობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system