თავში

წელს საქართველომ აზერბაიჯანში 28,053.8 ტონა სასუქი გაყიდა

წელს საქართველომ აზერბაიჯანში 28,053.8 ტონა სასუქი გაყიდა
წელს საქართველომ აზერბაიჯანში 28,053.8 ტონა სასუქი გაყიდა

საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანში 28,053.8 ტონა სასუქი გაყიდა.

აზერბაიჯანში გატანილი სასუქების ექსპორტის ძირითადი ნაწილი მოდის აზოტოვან სასუქებზე. იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აზერბაიჯანში 3102 სასაქონლო ნიშნით დაექსპორტდა  28,026.5 ტონა,  4,557.5 ათასი დოლარის ღირებულების მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი სასუქები. ექსპორტის ძირითადი ნაწილი სარკინიგზო გზით გადაიზიდა, მცირე ოდენობა ტრანსპორტირდა მხოლოდ საავტომობილო გზით. ექსპორტი 8-ვე თვეზეა გადანაწილებული.

რაც შეეხება აზოტის კალიუმი და ფოსფორის შემცველ სასუქებს, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტზე 3105 სასაქონლო ნიშნის ქვეშ გაყიდა 1.5 ტონა სასუქი, რომლის ღირებულება 4.5 ათას დოლარს გაუტოლდა. ტვირთი აზერბაიჯანში საავტომობილო გზით შევიდა. 

3101 სასაქონლო ნიშნით კი მეზობელ ქვეყანაში საქართველოდან აგავიდა 45.8 ათასი დოლარის ღირებულების 25.8 ტონა ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის სასუქები. ექსპორტი მთლიანად საავტომობილო გადაზიდვებმა აითვისა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system