თავში

წელს საქართველომ ყველაზე მეტი ელექტროენერგია აზერბაიჯანისგან იყიდა

წელს საქართველომ ყველაზე მეტი ელექტროენერგია აზერბაიჯანისგან იყიდა
წელს საქართველომ ყველაზე მეტი ელექტროენერგია აზერბაიჯანისგან იყიდა

ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში 787 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც დაახლოებით 28%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.

ელექტროენერგიის იმპორტის უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანიდან განხორციელდა. 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან საქართველომ იყიდა 416-მდე მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია.  რუსეთიდან კი მიმდინარე წლის ხით თვეში საქართველომ შეიძინა 371 მლნ კვტ სთ ელექტროენერგია.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგია ჯამში 72.30  მლნ კვტ სთ ელექტროენერგიამდეა შემცირებული. ექსპორტი განხორციელდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system