თავში

წელს საქართველომ წიწიბურა მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთში გაყიდა

წელს საქართველომ წიწიბურა მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთში გაყიდა
წელს საქართველომ წიწიბურა მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთში გაყიდა

წელს საქართველომ წიწიბურა ექსპორტზე მხოლოდ აზერბაიჯანში გაყიდა, ხოლო რუსეთში მისი რეექსპორტი განხორციელდა. სტატისტიკის მიხედვით, მომდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 1008 საბაჟო კოდის ქვეშ ექსპორტზე გავიდა 0.2 ტონა წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვლეული, რომლის ღირებულება 0.9 ათას დოლარს უტოლდება. 

რაც შეეხება, რეექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოდან რეექსპორტით წიწიბურა გავიდა მხოლოდ რუსეთში. რაოდენობრივად ის ტონაზე ცოტაა და მისი ღირებულებაც 1000 დოლარზე ნაკლები იყო, ამიტომაც საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალი არ ითვლის მის ზუსტ ოდენობას. 

რუსეთი საქართველოსთვის წიწიბურის თითქმის, 100%-იანი მომწოდებელია. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში პროდუქტის 99,9% რუსული წარმოებისაა. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, საქართველომ სულ 701 ათას 700 დოლარი წიწიბურა შეიძინა, საიდანაც, 701 ათას 400 დოლარის პროდუქტი სწორედ რუსეთიდან იმპორტირდა. 

შეგახსენებთ, დიდი ალბათობით რუსეთი წიწიბურას ექსპორტს შეზღუდავს. საკითხი ხელისუფლებამ საბაჟო ტარიფების რეგულირების სხდომაზე უკვე განიხილა. ერთი-ერთი ვერსიით, აკრძალვა ძალაში 2021 წლის 31 აგვისტომდე იქნება.

ცნობისთვის, პანდემიის პირველი შემოტევის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყომ რომლითაც იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირება მოხდა ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო. გასული წლის ოქტომბრიდან მთავრობამ სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირება შეწყვიტა. 

როგორ კეთდება წიწიბურას ბიზნესი, ნახეთ აქ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system