თავში

წელს თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

წელს თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა
წელს თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

კომპანია „თელასმა“ 2021 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 0,723 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,3% (40,3 მილიონი კვტ/სთ-ით) ნაკლებია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. მოხმარების კლებას კომპანია კორონავირუსის პრევენციისთვის ეკონომიკის შეზღუდვას უკავშირებს. 

2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 9,7%-ით (71,6 მილიონი კვტ/სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 0,670 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა. 

„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის სამი თვის მონაცემებით, 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 3,1%-ით (20,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 686,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 618,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 67,8 ათასი – იურიდიული პირი.

2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 156 კმ შეადგინა, რაც 3,9%-ით (238 კმ-ით) აღემატება 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს (5 918 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system