თავში

წელს თხილი 9 ლარამდე გაძვირდება

წელს თხილი 9 ლარამდე გაძვირდება
წელს თხილი 9 ლარამდე გაძვირდება

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე თხილი სავარაუდოდ, 7-9 ლარის ფარგლებში გაიყიდება. შარშანდელთან შედარებით ფასი 3 ლარით მოიმატებს. 2019 წლის სეზონზე  დასავლეთ საქართველოში თხილის ფასი 6 ლარს შეადგენდა. მოსავლიანობა 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 15 ათასი ტონით მოიმატებს. ამის შესახებ თოდუამ report.ge-თან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ ეპიდემიის გავლენა რეალიზაციაზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან covid-19-ის მიუხედავად, თხილის ექსპორტის ხაზი ევროპასთან არ გაწყვეტილა. რაც შეეხება მოსავლიანობას, თოდუას ინფორმაციით, 50 ათას ტონას გადააჭარბებს, რაც ფერმერებს 0,5 მილიარდ ლარის შემოსავალს მოუტანს.

,,ბოლო წლების განმავლობაში თხილის ბაზრებია იტალია, გერმანია და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამ ბაზრებზე დღესდღეობით რეალიზაციის პრობლემა არ გვაქვს, ჩვენს პარტნიორებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და  და შემიძლია განვაცხადო, რომ ექსპორტს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება თხილის ფასს, საპროგნოზო მაჩვენებელი ადგილობრივი ბაზრებისთვის 7-9 ლარის ფარგლებშია. ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება ხარისხს მიექცევა. თხილის გამოსავლიანობა საშუალოდ 38-40%-ს აღწევს. თურქეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს. თურქული ჯიშის თხილი ქართულისგან განსხვავდება, მეტი ღირს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესი ხარისხისაა. უბრალოდ, ინტერესს იწვევს ჯიშის გამო, თუმცა ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული თხილიც, დიდი მოთხოვნაა, მთავარია ხარისხის სტანდარტი დავაკმაყოფილოთ", - აცხადებს თოდუა და დასძენს, რომ მეთხილეობაში გარკვეული წარმატებაა ფაროსანასთან ბრძოლის თვალსაზრისით და მიღწეული შედეგი გასაუმჯობესებელია, რაც ფასზეც ადეკვატურად აისახება.

,,ამ ეტაპზე თხილის მეოთხე წამლობაა. ფაროსანას გარდა, პრობლემაა თხილის დაავადებები. წამლობის ციკლს თუ დავიცავთ, ხარისხი გარანტირებული გვექნება. სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად ვიღებთ ზომებს და ფერმერებს პროდუქტის შეწამვლაში ვეხმარებით. თუკი მეხუთე და მეექვსე წამლობას გამოტოვებენ, შემოსავალი შემცირდება. 1 ფაროსანა საშუალოდ 200 კვერცხს დებს, ერთი წამლობის ჩავარდნით, შეიძლება დარგი  2016 წლის მდგომარეობას დაუბრუნდეს. გარკვეული წარმატება მიღწეულია და ეს შედეგი სეზონის ბოლომდე როგორმე უნდა შევინარჩუნოთ", -  ამბობს გიორგი თოდუა.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია დაახლოებით 25 000 ფერმერს აერთიანებს,  ხოლო მათ საკუთრებაში არსებული თხილის ფართობის მოცულობა 30 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system