თავში

წელს თხილის ფასი გაორმაგებულია

წელს თხილის ფასი გაორმაგებულია
წელს თხილის ფასი გაორმაგებულია

თხილის ფასმა დასავლეთ საქართველოში 6 ლარს მიაღწია. შარშან ამ დროს გლეხებს თხილის გაყიდვა 3 ლარადაც კი უჭირდათ, რადგან მოსავალი ფაროსანამ დააზიანა. შესაბამისად, უხარისხო პროდუქტის ფასიც დაეცა. წელს მავნებელს თხილის 80% გადაურჩა, როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი 30%-ს არ აღემატებოდა. 

მოსახლეობა იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე, შესაძლოა, თხილი კიდევ 1-2 ლარით გაძვირდეს. 

წალენჯიხაში, სოფელ ლიაში მცხოვრები გურიელ სამუშია report.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონზე თხილი ზედიზედ რამდენიმეჯერ შეიწამლა, რაც მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზეც აისახა. 

,,შარშან თითქმის მთელი მოსავალი დავკარგეთ. ფაროსანამ ნაყოფი დასაწყისშივე გაანადგურა. არც ინფორმაცია გვქონდა, რა უნდა გაგვეკეთებინა, მოსავალი ვერ შევწამლეთ. ათი თხილი რომ გაგვეტეხა, 2 ვერ გაერეოდა ხარისხიანი. არადა, ფასიც სწორედ ამის მიხედვით დგინდება. ამის გამო 2 ლარადაც ვერ გავყიდეთ პროდუქტი, მტელი წლის მანძილზე 3 ლარი თხილის ,,საუკეთესო" ფასად ითვლებოდა. მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი. მარაგი არის და არც ფასია ურიგო, თუმცა ჩამბარებელ კომპანიებში გვეუბნებიან, რომ წლის ბოლომდე ფასი 1-2 ლარის ფარგლებში მოიმატებს. ცოტა სიმინდის მოსავალიც დაემატება და ხალხი ამოისუნთქვას, მაგრამ მასიურად მაინც თხილზე ვართ დამოკიდებული", - ამბობს წალენჯიხელი გლეხი.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს სოფლებში ფაროსანა პირველად 2014 წელს გამოჩნდა. მავნე შედეგი მოსავლიანოაბზე მან  2015 წელს გამოავლინა, ხოლო 2016 წლიდან სახელმწიფომ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო. შედეგის მიღება, ფაქტობრივად, წესლს გახდა შესაძლებელი. მავნებლის საბოლოო გაქრობას, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წელიც დასჭირდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system