თავში

წელს წიაღმოპოვებამ 2 290 ადამიანი დაასაქმა

წელს წიაღმოპოვებამ 2 290 ადამიანი დაასაქმა
წელს წიაღმოპოვებამ 2 290 ადამიანი დაასაქმა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოს, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონი გამოცხადებული აქვს 459 ობიექტზე. 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, გაცემული ლიცენზიების რაოდენობამ 401 შეადგინა.

აუქციონის ფასისა და მოსაკრებლის სახით, ნოემბრის თვის მდგომარეობით, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოდან ბიუჯეტში შევიდა 52 282 809 ლარი. რაც შეეხება გაცემული ლიცენზიების საინვესტიციო მოცულობას, 10 თვის მონაცემებით ეს თანხა 69 450 000 ლარია.

ამავე პერიოდის მონაცემებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ექსპორტის მაჩვენებელშიც -წიაღის სასაქონლო პროდუქტების წილი გაზრდილია სპილენძისა და მინერალური/ გაზიანი წყლების ნაწილში.

აღსანიშნავია დასაქმების მაჩვენებელიც - 2019 წლის იანვრიდან დღემდე გაცემული ლიცენზიების ფარგლებში განსახორციელებული პროექტებით შეიქმნა დამატებით 2 290 სამუშაო ადგილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system