თავში

წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 40.8 პროცენტზე ნარჩუნდება

წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 40.8 პროცენტზე ნარჩუნდება
წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი  40.8 პროცენტზე ნარჩუნდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში 1 131.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა. მხოლოდ მარტში სავაჭრო დეფიციტი 39.1 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 441.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 664.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია. იმპორტი უფრო მეტად, 14.1 პროცენტით შემცირდა, ვიდრე ექსპორტი. ექსპორტი მიმდინარე წლის 2 თვეში 6.8 პროცენტითაა შემცირებული.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (უარყოფითი სავაჭრო სალდო) ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტით მეტი პროდუქცია შეიძინა, ვიდრე ექსპორტზე გაყიდა. თვითკმარი ეკონომიკისთვის საჭიროა ამ ბალანსის ექსპორტის სასარგებლოდ გადაწყობა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, სხვა ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მძიმე ტვირთად აწვება ლარის კურსსაც: საგარეო ვაჭრობა დოლარში ხდება. შესაბამისად, როცა სახეზეა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ქვეყანა მეტ დოლარს იხდის იმპორტში, ექსპორტით შემოსულ დოლარის ნაკადთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ შიდაბაზარზე დოლარი დეფიციტური ხდება და მასზე მოთხოვნა იზრდება, ლარი კი უფასურდება.

2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ. ლარი) შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 12.3 პროცენტია.  2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 11.9 პროცენტიდან 13.2 პროცენტამდე გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system