თავში

,,ცენტრ-პოინტის" დაზარალებულებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს

,,ცენტრ-პოინტის" დაზარალებულებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს
,,ცენტრ-პოინტის დაზარალებულებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს

,,ცენტრ-პოინტის" დაზარალებულებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს თავი. მათ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. დაზარალებულები სამართლიანობის აღდგენას და ბინების მშენებლობის დასრულებას მოითხოვენ.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, წლების განმავლობაში მათი პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გაკეთებულა.

„მივმართავთ საქართველოს პატრიარქს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, რომლის ყველა საქმიანობას წინ უძღვებოდა მისი ქომაგობა ემიგრანტებისთვის, 15 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დავბრუნდი და თავშესაფარი არ მაქვს „ცენტრ პოინტის“ თაღლითური სქემის გამო. მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, მოვითხოვთ მშენებლობების დასრულებას ნებისმიერი გზით. დღევანდელი მთავრობა არის მიშა სააკაშვილის მთავრობის სამართალმემკვიდრე, ჩვენ ვართ დაზარალებული, 4500-მდე ოჯახი. წლების განმავლობაში გვატყუებდა „ცენტრ პოინტი“ და ახლა დაიწყო მერიამ, პროკურატურამ და ყველა ერთად გვატყუებს“, – განაცხადა დაზარალებულმა მარიამ ჩიმაკაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system