თავში

ცენტრალური ბანკები ოქროს რეზერვებს ზრდიან

ცენტრალური ბანკები ოქროს რეზერვებს ზრდიან
ცენტრალური ბანკები ოქროს რეზერვებს ზრდიან

მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council) ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს დარეზერვება გააქტიურეს. 

საერთო ჯამში, ბანკებმა თებერვალში 36 ტონა ოქრო იყიდეს.

ლიდერი ძვირფასი ლითონების მარაგების შევსებაში ლიდერობს თურქეთი, რომლის ცენტრალურმა ბანკმა 24,8 ტონა ოქრო იყიდა. 

უმსხვილეს შემსყიდველებს შორისაა რუსეთიც, რომელმაც 10,9 ტონა ოქრო იყიდა. სიაში მესამე ადგილზეა ყაზახეთი, რომლის ცენტრალურმა ბანკმა თებერვალში 1,8 ტონა იყიდა. მას მოსდევს ყატარი 1.6 ტონა ოქროს რეზერვით.

ცნობისთვის, ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვის მაჩვენებელი გაზრდილია მხოლოდ წინა თვესთან, იანვართან შედარებით, წლიურ ჭრილში კი ეს მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია. გასული წლის თებერვალთან შედარებით, 2020 წლის თებერვალში ოქროს დარეზერვების კოეფიციენტი 52%-ით არის შემცირებული.




WGC-ის მონაცემებით, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system