თავში

წესები, რომლებიც სილამაზის სალონებმა მუშაობისას უნდა დაიცვან

წესები, რომლებიც სილამაზის სალონებმა მუშაობისას უნდა დაიცვან
წესები, რომლებიც სილამაზის სალონებმა მუშაობისას უნდა დაიცვან

სილამაზის სალონებს მუშაობის განახლების შესახებ ინფორმაცია და რეკომენდაციები მიეცათ. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ხორციელდება ყველა იმ კომპანიის მონიტორინგი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრიდა.

„„ხვალიდან იწყებს ეს დარგი ფუნქციონირებას. განსაზღვრული არის ძირითადი რეკომენდაციები – მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარი ჩაწერით, რათა თავიდან ავირიდოთ ადამიანთა თავმოყრა. განსაზღვრული არის კვადრატულობა და ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე უნდა მოხდეს ერთი ადამიანის დაშვება. იქ, სადაც ვერ ხერხდება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, შესაძლებელი არის, რომ განისაზღვროს და დაწესდეს გარკვეული დროებითი, დამცავი ბარიერები, რომლებიც შეამცირებს მომხმარებლებს შორის უშუალო კომუნიკაციას, რომელიც ხშირად იქნება დამუშავებული.

დეზობარიერები არის მოთხოვნილი შესასვლელში, ასევე მომხმარებელმა უნდა განახორციელოს ხელის ჰიგიენა. სალაროსთან უნდა იყოს დროებითი დამცავი ბარიერი, რათა დასაქმებული პერსონალი დავიცვათ. პირბადის ტარება არის სავალდებულო, ხოლო ინდივიადუალური დაცვის სხვა საშუალებები, როგორებიცაა – ხალათი, ხელთათმანები და ა.შ. გამოიყენება შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებით. მაგალითად, თუ ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევასთან გვაქვს საქმე, გამოიყენება შესაბამისი პირბადე, ხელთათმანი, ხალათი, ხოლო თუ უბრალოდ სხვა მარტივი პროცედურებია, მაშინ მხოლოდ ნიღაბი. ყველა ინსტრუმენტის დეზინფექცია არის მოთხოვნილი, რომელიც უკვე რეგულირდებოდა მოქმედი კანონმდებლობით. ხშირად შეხებადი ზედაპირების დეზინფექცია ყოველ ორ საათში ერთხელ ხორციელდება, ხოლო სრული დეზინფექცია ყოველი დღის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system