თავში

სახელმწიფო რთველში 85 მილიონ ლარს დახარჯავს

სახელმწიფო რთველში 85 მილიონ ლარს დახარჯავს

სახელმწიფო 2019 რთველში 85 მილიონ ლარს დახარჯავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში უკვე გამოჩნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო კომპანია „აკურას’ მოთხოვნა დამატებით 35 მილიონი ლარით გაზრდასთან დაკავშირებით.

მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ღვინის ქარხანა უკვე არაერთი წელია, რაც პრემიერ-მინისტრის სპეციალური დადგენილების საფუძველზე, მთავრობისთვის რთველის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს. კომპანია ყოველწლიურად, დაახლოებით, 35,000-40,000 ტონა ყურძენს იბარებს, რაც გადასახადის გადამხდელებს საშუალოდ 40 მილიონი ლარი უდჯებათ.

2019 წლის რთველისთვის აკურას სახელმწიფოსგან უკვე გამოყოფილი ჰქონდა 50 მილიონი ლარის დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დადებითი პასუხის შემთხვევაში რთველისთვის გამოყოფილი თანხა 85 მილიონ ლარს მიაღწევს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით 2019 წლის რთველზე “აკურა”, დაახლოებით, 50,000-60,000 ტონა ყურძენს შეისყიდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system