თავში

ციფრული დოლარის საპილოტე პროგრამები იწყება

ციფრული დოლარის საპილოტე პროგრამები იწყება
ციფრული დოლარის საპილოტე პროგრამები იწყება

აშშ-ში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება. ამით აშშ-ში ციფრული ვალუტის პოტენციურ გამოყენებას შეამოწმებენ.პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ მონაცემებს აშშ-ს ხელისფლებაში ციფრული დოლარის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

ციფრული დოლარის პროექტი გასულ წელს Accenture-ისა და ციფრული დოლარის ფონდის თანამშრომლობით შეიქმნა, რომლის მიზანიც ციფრულ ვალუტაზე ცენტრალური ბანკის კვლევებში მონაწილეობაა.

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ბანკნოტებისა და მონეტების ციფრულ ექვივალენტია, რომელიც მისი მფლობელისთვის ცენტრალური ბანკისადმი პირდაპირი ციფრული მოთხოვნისა და უსწრაფესი ელექტრონული გადახდის საშუალებას იძლევა. მართალია, სადებეტო ბარათები და გადახდის აპლიკაციები ციფრული ფულის ფორმას წარმოადგენს, მაგრამ ტრანზაქციებს კომერციული ბანკები განახორციელებენ იმ ნაღდი ფულის საშუალებით, რომლებსაც მათ ანგარიშზე ცენტრალური ბანკი ჩარიცხავს.

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა ციფრული დოლარისთვის ტექნოლოგიური პლატფორმის შესაქმნელად მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. საპილოტე 5 პროგრამიდან 3-ს უახლოეს 2 თვეში ჩაუშვებენ, რომელიც ციფრული დოლარის ფუცნქციონალური, სოციოლოგიური, კომერციული უპირატესობის მონაცემებს შეაგროვებს.

Accenture ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროექტებზე კანადაში, საფრანგეთსა და სინგაპურში მუშაობდა. კომპანიის უფროსი დირექტორი დევიდ ტრიტი აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ფიზიკური და ელექტრონული ფულის სხვა ფორმებს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ მათთან ერთად იარსებებს.

ციფრული ევროს გამოშვებისთვის ევროპაც ემზადება.  რაც შეეხება საქართველოს, ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას საქართველოც განიხილავს. ციფრულ ლარს გადახდის საშუალების სტატუსიც ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს. ფინტექ ასოციაციაში აცხადებენ, რომ ციფრული ლარი ეკონომიკის გაციფრულების წინაპირობაა. ფინტექ კომპანიები ეროვნული ბანკის ინიციატივას ციფრული ლარის შექმნაზე იწონებენ, თუმცა ამბობენ, რომ ახლო მომავალში ეს შეუძლებელი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system