თავში

ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შესახებ სავალუტო ფონდის შეხვედრაზე იმსჯელეს

ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შესახებ სავალუტო ფონდის იმსჯელეს
ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შესახებ სავალუტო ფონდის შეხვედრაზე იმსჯელეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა მაღალი დონის დისკუსია სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორსა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, წლიური შეხვედრის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციებმა ასევე გამართეს მაღალი დონის დიალოგი პანდემიის პირობებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისათვის ქვეყნების პოლიტიკის გაძლიერების და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ. როგორც პირველ, ასევე მეორე დისკუსიაში მაგალითად მოყვანილი იყო საქართველო, როგორც რეგიონის ლიდერი ეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონიდან, არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ მიწვეულ იქნა საქართველო.

ეს საქართველოს კიდევ ერთი აღიარება და მისი მთავრობის ეკონომიკური ხედვის მართებულობის დასტურია“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system