თავში

ციკოლიას წარმოება საქართველოში გადმოაქვს

ციკოლიას წარმოება საქართველოში გადმოაქვს
ციკოლიას წარმოება საქართველოში გადმოაქვს

ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია წარმოების საქართველოში გადმოტანას გეგმავს. მისი თქმით, ეს ყველა პროცედურის, მათ შორის, ხარისხის კონტროლის საშუალებასაც მისცემს და მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკასაც სასიკეთოდ წაადგება.

ცნობილი დიზაინერი ამბობს, რომ Tsikolia-ს ბრენდის საქართველოში გადმოტანა ქვეყანაში წარმოების კულტურას განავითარებს. 

"საათების წარმოებით საქართველო მსოფლიოში ცნობილი ნამდვილად არ არის. ეს საქმე მაღალ პრეცეზიასთან, სიზუსტესთან არის დაკავშირებული და რადიკალურად განსხვავებული წარმოების კულტურაა. აქ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა დეტალებს. ჩვენ ამ საქმეს საქართველოში სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ და ეს გამოწვევაა, თუმცა გპირდებით, როგორც კი საქართველოში დაიწყება საათების წარმოება, ის ტოლს არ დაუდებს შვეიცარიაში წარმოებულ საათებს, თუ არ გადაასწრებს კიდეც," - განუცხადა ციკოლიამ "ბიზნესპარტნიორს.

Tsikolia-ს წარმოების გადმოტანას დიზაინერი პირადი ფინანსებით გეგმავს და სხვა ინვესტორები მასში არ მონაწილეობენ. პირველ ეტაპზე წარმოებაში 70-80 ადამიანი დასაქმდება. წარმოება მოიცავს საათების, სუვენირების და საიუველირო ნაწარმის დამზადებას, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ავიაციას დაეთმობა. კადრების გადამზადება მსოფლიოს წამყვან სკოლებში იგეგმება.

შეგახსენებთ, საქართველოში „ციკოლიას“ ბრენდის პირველი მოდელი გაყიდვაში დეკემბერში ჩაეშვა და 100 ეგზემპლარიდან ყველა გაიყიდა. „ციკოლია“ 2015 წლიდანაა წარმოდგენილი, მანამდე კი საათები “UNIQ-ის“ სახელწოდებით იქმნებოდა.

2019 წელს “ციკოლიამ“ დაახლოებით 2200 საათის ეგზემპლარი შექმნა, 2020 წელს კი მაჩვენებლმა 5000-ს მიაღწია.

საათებზე უახლოეს მომავალში გაჩნდება წარწერა - made in Georgia.

ამოქმედდა ქართული სამკაულების ხაზი Tsikolia Jewellry. ამ კოლექციაში ქართული კულტურისა და იდენტობისთვის დამახასიათებელი სიმბოლო,ქვევრი, სხვადასხვა ვარიაციით სხვადასხვა აქსესუარადაა წარმოდგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system