თავში

წილოსანი გარემოს დაცვითი მიმართულების საბიუჯეტო დაფინანსებით უკმაყოფილოა

წილოსანი გარემოს დაცვითი მიმართულების საბიუჯეტო დაფინანსებით
წილოსანი გარემოს დაცვითი მიმართულების საბიუჯეტო დაფინანსებით უკმაყოფილოა

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი მომავალი წლის ბიუჯეტიდან გარემოს დაცვითი მიმართულების დაფინანსებით უკმაყოფილოა. 

უკმაყოფილების მიზეზი და შენიშვნები კომიტეტის თავმჯდომარემ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვისას დააფიქსირა.

მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს გარემოს დაცვითი მიმართულებით ბიუჯეტი მნიშნველოვნად შემცირდა. პროპორციის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში გარემოს დაცვის მიმართულების დაფინანსება 2019 წელს 17% იყო. 2020 წელს 5%-ით შემცირდა და 12-13 პროცენტამდე ჩამოვიდა. წარმოდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეს პროპორცია 3%-ით არის გაზრდილი და 15%-მდე ადის.

"საკანონმდებლო ჩანაწერით არსებობს ვალდებულება საბიუჯეტო ასიგნებების მინიმუმ 5%-ით გაზრდის შესახებ. ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია, რომ 2021 წლის მონაცემები 2019 წლის მაჩვენებელზეც ვერ დავსვით. სამინისტროში საკვანძო სტუქტურა გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტია, რომლის ბიუჯეტი 2019 წელთან შედარებით შემცირებულია და იმ ნიშნულზეც ვერ გავდივართ, როგორიც 2019 წელს იყო. არა აქვს ახსნა, რა შეიძლება იყოს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანხების კლება. ჩვენ აღნიშნული დეპარტამენტის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, რათა ყველა მიღებული კანონი აღსრულდეს და პრევენციის მიზნით, გარემოზე მიყენებული ყველა ზიანი დროულად აღმოიფხვრას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვისას.

შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „მწვანე ბიუჯეტს“, რომელშიც თავმოყრილია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა ასახულიყო 2021 წლის ბიუჯეტშიდოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ფუნქციების განხორციელების შედეგები და განსაზღვრულია საბიუჯეტო პრიორიტეტები და მის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები 2021-2024 წლებისთვის. მწვანე ბიუჯეტი გულისხმობს სოფლის განვითარების სტრატეგიის გაფართოებას, ასევე ეკოლოგიის, ეკოტურიზმის, მწვანე ბიზნესის განვითარება-წახალისებას. აქვეა კლიმატური ცვლილებების, ბუნებრივი კატაკლიზმების სტიქიური მოვლენების პრევენციის, ნარჩენების სწორი მართვისთვის გასატარებელი ღონისძიებები.

მწვანე ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა კომიტეტმა ორგანიზაცია CENN-თან (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ერთად დაიწყო, პროექტი მუშავდებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით, ასევე პროგრამულად დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან ერთად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system