თავში

"წითელ ხიდზე" 11 085 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

"წითელ ხიდზე" 11 085 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე 11 085 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, "წითელ ხიდზე" არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. 

როგორც report.ge-ს უწყებიდან აცნობეს, "საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, აზერბაიჯანში რეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანა შემოვიდა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, აღნიშნული ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა. აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 085 ლარი შეადგინა. 

"საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 11 085 ლარის ოდენობით შეეფარდა",-ნათქვამია ინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system